რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.
მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი – განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების – ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.
ამ საიტზე ვილაპარაკებთ მსოფლიოს ოთხ უდიდეს რელიგიაზე
